ნაკლები რუტინა.
მეტი კონტროლი.

DESOFT აერთიანებს უძრავი ქონების ყოველდღიურ სამუშაო პროცესს ერთ სივრცეში განცხადებების გამოქვეყნებას, ბაზრის ანალიზს, ფოტოების დამუშავებას, მესაკუთრეების ბაზას და გუნდის მართვას.

7 დღე უფასოდ · საცდელი პერიოდისთვის გრძელვადიანი ვალდებულება არ არის

DESOFT პლატფორმის ინტერფეისი

ყველაფერი, რაც ბროკერს ყოველდღიურად სჭირდება

DESOFT შექმნილია არა დამატებითი პროგრამის დასამატებლად, არამედ იმ სამუშაოს შესამცირებლად, რომელსაც ბროკერი ყოველდღე ხელით აკეთებს.

ერთი სამუშაო სივრცე

დაამუშავეთ ობიექტი ერთ ეკრანზე: ფოტოების გაწმენდა, კონკურენტების ფასები, კომენტარისა და ფასის რედაქტირება და შემდეგ განათავსეთ SS.ge-ზე, MyHome-ზე და Korter-ზე.

ბროკერის CRM და სრული ბაზა

ყველა შენახული განცხადება, მესაკუთრის მონაცემები და პლატფორმების ID კოდები ერთ ბაზაშია სწრაფი ძიებით, ფილტრებითა და რუკაზე ნახვის შესაძლებლობით.

რუკა და ზუსტი ძიება

გაფილტრეთ ობიექტები საჭირო პარამეტრებით და შემდეგ ნახეთ შედეგები უბნების მიხედვით რუკაზე. სასურველი განცხადების პოვნა დიდ ბაზაშიც სწრაფი და თვალსაჩინოა.

Excel ავტომატურად

საჭირო მონაცემები ავტომატურად ივსება და ინახება Excel-ში. ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია და აღარ გჭირდებათ ერთი და იგივე მონაცემების ხელით გადატანა.

გუნდის საერთო განცხადებები

მოძებნეთ ობიექტი სააგენტოს სრულ ბაზაში და მაშინვე ნახეთ, ვინ მუშაობს ამ განცხადებასთან თქვენი გუნდიდან. ნაკლები დუბლირება და უფრო სწრაფი კოორდინაცია.

გუნდის სტატისტიკა

აკონტროლეთ რამდენი განცხადება დაემატა სისტემას და რამდენი განთავსდა პლატფორმებზე. გუნდის აქტივობა და ძირითადი შედეგები ერთ ეკრანზე ჩანს.

პლატფორმა, რომელსაც გუნდები იყენებენ

DESOFT შექმნილია როგორც ინდივიდუალური ბროკერისთვის, ისე სააგენტოსთვის.

კერძო პირი 70 + ბროკერი
Georgia Broker 33 ბროკერი
Best Home Team 25 ბროკერი
Xide Partners 16 ბროკერი
Homan • ჰოუმენი 23 ბროკერი
G I Home 15 ბროკერი
Myhomesale 12 ბროკერი
Sheniani 7 ბროკერი
Elite Home 11 ბროკერი

ნახეთ, როგორ მუშაობს DESOFT მოკლე დემო

მარტივი და გასაგები ტარიფები

ფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სამუშაო ანგარიში გჭირდებათ. ძირითადი ფუნქციები ერთ სივრცეშია და ცალკე სისტემებად დაყოფა არ გჭირდებათ.

VIP ფიქსირებული ფასი
50 ₾

ახალი ფუნქციები VIP პაკეტში ავტომატურად ემატება.

  • დღიური ლიმიტი 200-განცხადება
  • გამოქვეყნება SS.ge, MyHome, Korter-ზე
  • Ai cleaner ფოტოების წმენდა
  • CRM და მესაკუთრეების ბაზა
  • AI Photo Cleaner
  • დუბლიკატების ძიება

გჭირდებათ დახმარება პაკეტის არჩევაში? და განვიხილოთ თქვენი გუნდის საჭიროებები.

ნახეთ, რას შეცვლის DESOFT თქვენს სამუშაო პროცესში

უძრავი ქონების ბაზარი იცვლება. იმუშავეთ თანამედროვე ინსტრუმენტებით და იყავით ერთი ნაბიჯით წინ.